Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის N227 დადგენილების დანართი N2-ს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„8. დიპლომის დანართი დაიბეჭდოს და აიკინძოს შემდეგი წესით:


ა. დამტკიცდეს დანართის პირველი გვერდის ფორმა დანდართული სახით (დანართი 1).


ბ. დიპლომის დანართი უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონარის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს ფაკულტეტის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული უნდა იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი - დოკუმენტის ფურცელზე. ამასთანავე, ამავე წესით მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა.
გ. დანართის თითოეულ წინა გვერდზე შეძლებისდაგვარად უნდა იყოს ადგილი დატოვებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და საფაკულტეტო ბეჭდისათვის“.

 

2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი